„ქართული საფინანსო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში“

0
95

„ქართული საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძე ბანკირთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნი-ალბომი “საქართველოს სახელმწიფო ბანკი” და საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტის წარადგენას დაესწრო.

“ვულოცავ ყველას ვისთვისაც ეს დღე მისალოცია, უპირველეს ყოვლისა 22,000-ზე მეტ თანამშრომელს საქართველოს საბანკო სექტორის.

მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კარგ და ფუნდამენტურ საქმეს აკეთებენ. ქართული საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში, ამიტომ ამ მიღწევას გაფრთხილება უნდა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.