უზბეკეთის მოქალაქეობის მიღება 1 მილიონ დოლარად იქნება შესაძლებელი

0
148

უზბეკეთის ხელისუფლება ინვესტიციით მოქალაქეობის გაცემას გეგმავს – უცხოელები, რომლებმაც უზბეკეთის ეკონომიკაში მინიმუმ 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინეს, ქვეყნის პასპორტის მიღებას შეძლებენ.

შესაბამისი კანონპროექტი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულია.

კანონპროექტის მიხედვით, შემოთავაზებულია უზბეკეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში საინვესტიციო პროექტებში მინიმუმ 1 მილიონი დოლარის ექვივალენტის ინვესტიცია განახორციელეს.

უზბეკური მედია იუწყება, რომ ასეთი შეთავაზების მიღებას არა მხოლოდ ინვესტორები, არამედ ცნობილი მეცნიერები, სპორტსმენები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები სხვა ქვეყნებიდან შეძლებენ.

ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი ან საჯარო სერვისების სააგენტო გასცემს ინვესტიციის სერტიფიკატს. ეს დოკუმენტი დაერთვება განცხადებას უზბეკეთის მოქალაქეობაზე მიღების შესახებ.

კანონპროექტი არ აკონკრეტებს, შეძლებენ თუ არა უცხოელები უზბეკეთის მოქალაქეობის მიღებას, როგორც მეორე მოქალაქეობად, ან დასჭირდებათ თუ არა მათ წინა მოქალაქეობაზე უარის თქმა.

მოსალოდნელია, რომ ცვლილებების მიღება გაზრდის უზბეკეთის საინვესტიციო მიმზიდველობას, გაზრდის უცხოელი ინვესტორების ნაკადს, საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოების ყურადღებას გაამახვილებს უზბეკეთის საინვესტიციო გარემოზე და გაზრდის ქვეყნის ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე.

დოკუმენტის განხილვა 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სანდრო პირველი