ბრიტანეთს უკრაინისთვის ჩელსის გაყიდვიდან მიღებული თანხა ისევ არ გადაურიცხავს

0
99

გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის ჯერ არ გადაურიცხავს 2,5 მილიარდი ფუნტი (2,87 მილიარდი დოლარი), რომელიც საფეხბურთო კლუბ ლონდონის ჩელსის შესაძენად გადაიხადეს.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილემ, ლეო დოჩერტიმ ბრიტანეთის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მის (აბრამოვიჩის) საბანკო ანგარიშზე არსებული თანხები ჯერ კიდევ გაყინულია. ჩატარდა ადმინისტრაციული სამუშაოები, გაიცა ლიცენზია (მის ანგარიშებთან ოპერაციების დასაშვებად).

ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია უკრაინისა და იმ ხალხის დასახმარებლად, ვისაც ეს სჭირდება“, – აღნიშნა მან.

ეკა უკლება