Nokia აშშ-ს რუსეთთან ვაჭრობის ნებართვას სთხოვს

0
120

ფინური ტრანსნაციონალური კომპანია Nokia, აშშ-ს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, გასცენ ლიცენზია რუსეთში სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებაზე.

საუბარია არსებული ქსელების ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად სამი წლის განმავლობაში საჭირო სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე.

კომპანიას სურს შეასრულოს ადრე დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ფინელებს სჭირდებათ ნებართვა, რადგან პატენტების ნაწილი ეკუთვნის ამერიკულ კომპანია Alcatel-Lucent-ს.

ეკა უკლება