BMW აშშ-ში ელექტრომობილების წარმოებაში 1.7 მილიარდ დოლარს ჩადებს

0
167

გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა BMW-მ გამოაცხადა, რომ აპირებს 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წარმოებაში.

კომპანია გეგმავს 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას სპარტანბურგის ქარხანაში, ასევე 700 მილიონი აშშ დოლარის ახალ ბატარეის წარმოების ქარხანაში ვუდროფში. ორივე საწარმოო ობიექტი განთავსდება სამხრეთ კაროლინაში.

ეს კონცერნის მიერ განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა, განაცხადა BMW Group-ის თავმჯდომარემ ოლივერ ზიპსემ. სამხრეთ კაროლინას გუბერნატორის ჰენრი მაკმასტერის თქმით, კომპანიის კაპიტალის ინვესტიცია ყველაზე დიდია შტატის ისტორიაში.

BMW-მ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის განახლებადი ენერგიის ჯგუფი Envision Automotive Energy Supply Corporation ააშენებს ახალ ბატარეის ქარხანას სამხრეთ კაროლინაში კონცერნისთვის მიწოდების მიზნით.

2030 წლისთვის კომპანია გეგმავს მინიმუმ ექვსი მთლიანად ელექტრო BMW მოდელის წარმოებას აშშ-ში. კონცერნმა ჯერ არ გამოაცხადა შიდაწვის ძრავებით მანქანების წარმოების შეწყვეტის თარიღი.

კომპანიამ განაცხადა, რომ ბატარეის ახალი ფორმატი გაზრდის ბატარეის ენერგიის სიმკვრივეს 20%-ზე მეტით, რაც უზრუნველყოფს დატენვის უფრო სწრაფ სიჩქარეს და 30%-მდე მეტ დიაპაზონს.

სანდრო პირველი