სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

0
96

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 91 500 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.490 პროცენტით, მაქსიმალური 9.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.493 პროცენტით განისაზღვრა.