ზარალიანი 2020-ის შემდეგ, კოკა-კოლა 32 მლნ-ის მოგებაზე გავიდა

0
253

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, შპს ,,კოკა-კოლა ბოთლელს ჯორჯია’’ 2021 წელს, პანდემიურ 2020–თან შედარებით, მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებულ თანხას 44.7%-ით ზრდის და 283.7 მლნ ლარს აფიქსირებს.

ამავე პერიოდში კომპანიას 48.5%-ით  215.7 მლნ ლარამდე გაეზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულების (რ.ს.თ) ხარჯი.

საანგარიშო პერიოდში კომპანიას 59.8%-ით 19 მლნ ლარამდე გაეზარდა დისტრიბუციის ხარჯები, ხოლო 8.6%-ით 19.1 მლნ ლარამდე შეუმცირდა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები.

კომპანიამ 2020 წელს 9.6 მლნ ლარის ზარალის შემდეგ, 2021 წელს 31.8 მლნ ლარის მოგება დააფიქსირა.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს კომპანიამ 322.8 მლნ-ს აქტივები (+2.2% Y.Y), ხოლო 167.1 მლნ ლარის კაპიტალი (+22.3% Y.Y) დააფიქსირა.

კოკა-კოლა საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  87.47%-ის მფლობელია თემურ ჭყონია. 8.04%-ს კი ფლობენ კომპანიის თანამშრომლები და სხვა პირები (სულ 16 აქციონერი).

კომპანია საწარმოში და შვილობილ კომპანიებში ასაქმებს ჯამში 313 ადამიანს.

კომპანიის აქტიური შვილობილი კომპანიები არიან:

შპს მერკური 99 – ძირითადი საქმიანობა: სასაწყობო მეურნეობა ქალაქ თბილისში. აქვს ცივი და მშრალი საწყობები, შემოსავლის წყაროა – გაქირავებული ფართების იჯარიდან მიღებული თანხები;

შპს ქობულეთი XXI – საინვესტიციო ქონება, სასტუმრო ვილა;

შპს ქინგს ინნ – საინვესტიციო ქონება, სასტუმრო ძველ თბილისში;

კოკა-კოლა ფ/ა 2021 2020
ამონაგებ 283.6 196
რ.ს.თ (215.7) (145.3)
საერ.ადმ.ხარჯი (19.1) (20.9)
დისტრიბუცია (19) (11.9)
წლის მოგება 31.8 (9.6)
აქტივები 322.8 316
კაპიტალი 167.1 136.6

თანხა მლნ ₾

წყარო: GBC.GE