უკრაინული მედია – უკრაინელ მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის

0
131

უკრაინული მედიის ცნობით, მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, კერძოდ საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან და კონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე.

როგორც უკრაინულ მედიას ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, 6 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე კომპანიის აქციები იძულების წესით გადავიდეს სახელმწიფოს კუთვნილებაში, მათ შორის არის „უკრნაფტა“ „უკრტატნაფტა“, „მოტორ სიჩი“, „ავტოკრაზი“ და „ზაპოროჟტანსფორმატორი“.

უკრნაფტა“ უკრაინაში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა. მილიარდერ იგორ კოლომოისკის ამ კომპანიაში აქციების 42 პროცენტი ეკუთვნის. სახელმწიფოს კი 50 პროცენტს +1, ხოლო დანარჩენი ფასიანი ქაღალდები მინორიტარული აქციონერების ხელშია.

რაც შეეხება „უკრტატნაფტას“, რომელშიც კოლომოისკის და მის პარტნიორ გენადი ბოგოლიუბოვს აქციების 60 პროცენტი აქვთ, მისი მთავარი აქტივი კრემენჩუკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც მაისში რუსული დაბომბვების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა.

ბოლო პერიოდამდე კომპანია „მოტორ სიჩის“ მფლობელი იყო მილიარდერი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, რომელმაც 2017 წელს აქციები 56 პროცენტი ჩინურ კომპანიას მიჰყიდა. ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო, ეს გარიგება დაბლოკეს, შემდეგ კი ფასიანი ქაღალდები დააყადაღეს. ბოგუსლაევი წელს ოქტომბერში დააკავეს და მას სახელმწიფს ღალატში დასდეს ბრალი.

კომპანია „ავტოკრაზი“ შედის ჯგუფ „ფინანსებსა და კრედიტში“, რომლის მფლობელიც უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქი კონსტანტინ ჟევაგოა.​

ზაპოროჟტრანსფორმატორი“ გაკოტრებულია და მისი მფლობელი მილიარდერი კონსტანტინ გრიგორიშინია.

1tv.ge