„ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს – მასკი

0
120

„ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი მისია, – ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა განაცხადა.

მისი თქმით, სიტყვის თავისუფლების უფლება ყველანაირ ინფორმაციაზე გავრცელდება.

„სიტყვის თავისუფლებისადმი ჩემი ვალდებულება ვრცელდება იმაზეც, რომ არ აიკრძალოს ანგარიში, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩემს თვითმფრინავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩემს პირად უსაფრთხოებას“, – აცხადებს მასკი.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს ილონ მასკმა „ტვიტერის“ 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ შეთანხმება დაასრულა.

შეძენისთანავე მან დაითხოვა დირექტორთა საბჭო, რითაც კომპანიაზე კონტროლი გააძლიერა.