სანამ მიწოდების ალტერნატიული გლობალური ჯაჭვები არ შეიქმნება ინფლაცია დარჩება მაღალი – პაპავა

0
108

რა უნდა გაკეთდეს ინფლაციის ტემპის მინიმიზაციისთვის? აკადემიკოსი ლადო პაპავა აცხადებს, რომ ინფლაციის ტემპის დასტაბილურება მთლიანად მიწოდების ჯაჭვების აღდგენაზეა დამოკიდებული.

„ის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა ეს არის ჩვენი ქვეყნის ლოკალური ეფექტი, ხოლო ის, რომ ინფლაციაა მაღალი ეს არის გლობალური მიზეზებით განპირობებული. ინფლაციის ზრდა გამოიწვია ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დროს მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევამ. შემცირდა მიწოდება გაიზარდა ფასები. ეს მოხდა მთელს მსოფლიოში. ამიტომ 2020 წელს მაღალი ინფლაცია იყო და 2021 წელს კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია.

ახლა ამ გლობალური ჯაჭვების ახალი წყვეტა მოხდა, იმიტომ რომ ეს მიწოდების ჯაჭვები, რომელიც რუსეთზე გადიოდა, ბელარუსზე გადიოდა, უკრაინაზე გადიოდა ყველა გაჩერებულია. ამან გამოიწვია კიდევ უფრო ინფლაციის მატება. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი იყენებს ისეთ ბერკეტებს როგორიცაა ენერგეტიკა, როგორიცაა სურსათი. შემთხვევით არ გაჩნდა ისეთი ტერმინები როგორიცაა „ნავთობის ომის“, „სასურსათო ომი“, განაცხადა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ლადო პაპავამ.

მისივე განმარტებით, რუსეთმა გააძვირა თავისი ხორბალი, მთელი რიგი ქვეყნების მიმართულებით ექსპორტი აკრძალა.

ეკონომიკური ზრდის მიღწევა ჩვენს მთავრობაზე უშუალოდაა დამოკიდებული, რასაც ფაქტია, რომ წარმატებით ახერხებს. ინფლაცია გლობალურია, სანამ მიწოდების გლობალური ალტერნატიული ჯაჭვები არ შეიქმნება ინფლაცია დარჩება მაღალი“,  – აცხადებს ლადო პაპავა.