ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

0
104

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა.

გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 3.75-4.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულიდ მაღალი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.

FED-ის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე მნიშვნელოვნად გასცდა FED-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.2% შეადგინა, რაც 0.1%-ით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.