ოქტომბერში, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტმა საპრონოგზო შემოსავალზე 7,5 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო

0
140

ოქტომბერში, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტმა საპრონოგზო შემოსავალზე 7,5 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო

“ფაქტობრივად მიღებული ნავთობისა და გაზის შემოსავლების მთლიანი გადახრა მოსალოდნელი თვიური მოცულობიდან და საბაზისო თვიური მოცულობის შეფასებიდან, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეადგენდა მინუს 7,5 მილიარდ რუბლს”, – ამის შესახებ ხუთშაბათს, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროში განაცხადა, წერს “ინტერფაქსი”.

ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოსალოდნელი რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის ფაქტობრივი ფასის საბაზო დონეზე გადაჭარბებასთან, პროგნოზირებულია ნოემბერში 282,8 მილიარდი რუბლის ოდენობით.

ამრიგად, ოქტომბრის ნეგატიური გადახრის გათვალისწინებით, ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლებისთვის თანხების ჯამური მოცულობა შეადგენს 275,2 მილიარდ რუბლს.

2022 წლისთვის საბიუჯეტო წესების გარკვეული დებულებების შეჩერების გამო, რომელიც დაკავშირებულია ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ თანხების ხარჯზე უცხოური ვალუტისა და ოქროს შესყიდვა არ განხორციელდება, აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

გიორგი არაბული