თურქეთში ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა

0
105

მიმდინარე წლის ოქტომბერში, თურქეთში, 1998 წლის ივნისის შემდეგ, ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კერძოდ, თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წლიურმა ინფლაცია 85,51%-მდე გაიზარდა.

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 3,54%-ით გაიზარდა.

 თვიურ ჭრილში, ყველაზე მეტად გაძვირდა ტანსაცმელი, მას საკვები, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოსდევს.

ტრანსპორტის კატეგორიაში, სადაც ასევე შედის ბენზინის ფასები, წლიური მატება 117,15%-ს შეადგენს, საკვები პროდუქტები გაძვირებულია 99,05%-ით, ხოლო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა – 93,63%-ით.