„სწრაფად უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობებით“ – თურქეთის გაზის ჰაბად გახდომას კონკურენტი გამოუჩნდა

0
284

ირანი შეიძენს გაზს რუსეთიდან და გაყიდის საკუთარ გაზს სხვა ქვეყნებზე, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში, მეჰდი საფარიმ. ამის შესახებ სააგენტო ISNA იტყობინება.

„ირანის რუსეთთან გაზის ვაჭრობის სცენარი არის ამ ქვეყნიდან გაზის ყიდვა და შემდეგ საკუთარი გაზის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. თუ ჩვენ არ ვიყიდით ან არ გავცვლით რუსულ გაზს, რუსეთი ითანამშრომლებს სხვა ქვეყნებთან.

ბოლო დროს დაისვა თურქეთთან რუსული გაზით ვაჭრობის საკითხი, რის შედეგადაც ჩვენ სწრაფად უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც იხსნება“, – განმარტა მეჰდი საფარიმ ირანის გაზის ჰაბად გადაქცევის იდეის კომენტირებისას.

მისი თქმით, რუსული გაზის სვოპით მიწოდების შესახებ შეთანხმება სრულდება.

„ერთადერთი პრობლემა, რამაც შეფერხება გამოიწვია, იყო შუამავალი ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი უნდა მიეწოდოს ირანს“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.

უახლოეს მომავალში მოსკოვი და თეირანი შექმნიან ერთობლივ საწარმოს, რომელიც ააშენებს გაზსადენს სპარსეთის ყურის და არაბეთის ზღვის ქვეყნებში.

სანდრო პირველი