რუსეთისთვის მიყიდული ირანული დრონების რაოდენობა ცნობილი გახდა

0
177

რუსეთისთვის მიყიდული ირანული დრონების რაოდენობა ცნობილი გახდა

ირანმა რუსეთს უკრაინაში ომისთვის 3 500-ზე მეტი კამიკაძე დრონი მიაწოდა. ამის შესახებ ირანის წინააღმდეგობის ეროვნულმა საბჭომ (NCRI) განაცხადა, წერს Fox News.

„ირანის კონტრაქტი რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვის შესახებ მოიცავს სხვადასხვა მოიერიშე თვითმფრინავების, მათ შორის შაჰედ-129, მოჰაჯერ-6, შაჰედ-136 და შაჰედ-131 კამიკაძე თვითმფრინავებს.

თეირანმა რუსეთს 3 500-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მიჰყიდა. მათი უმეტესობა იწარმოებოდა თავდაცვის სამინისტროს ქარხნებში, ხოლო დანარჩენი ირანის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის ასოციაციის (IASIA) ქარხნებში“, – ნათქვამია ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს ანგარიშში.

ოფიციალურად, ირანი და რუსეთი უარყოფენ შაჰედისა და მოჰაჯერ-კამიკაძე-დრონების მიწოდებას, რომლებიც აქტიურად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ.

გიორგი არაბული