კრედოში დოლარის განაღდებაზე შეზღუდვაა, რუბლი ულიმიტოდ გაიცემა

0
307

კრედო ფულად გზავნილებზე საკომისიოს აუქმებს. აქცია 1 ნოემბრიდან იწყება და სწრაფი ფულადი გზავნილების მხოლოდ 3 კომპანიას Contact-ს, Zolotaia Corona-ს და Unistream-ს ეხება. აღნიშნული სისტემებით გადმორიცხულ აშშ დოლარს, ევროს და რუბლს საქართველოში უპროცენტოდ გაანაღდებენ (სტანდარტული ტარიფი გადმორიცხული თანხის 0.6%-ია).

რუბლის განაღდება შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლევბელი, თუ ბანკის სალაროში აღნიშნული ვალუტა საკმარისი რაოდენობიაა, გადმორიცხულ აშშ დოლარიდან კი მხოლოდ $2 000 -ის განაღდებაა შესაძლებელი. გზავნილის მიმღები, გადმორიცხული დოლარის დარჩენილი ნაწილს ლარში გადახურდავებულს  გაიტანს (კრედო ბანკის კურსით). დოლარისგან განსხვავებით, ბანკის შიდა პოლიტიკით, შეზღუდვა არც ევროზე მოქმედებს.

უცხოელი მოქალაქეების მომსახურების გამარტივებისთვის მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისთვის, კრედობანკი ფილიალების ქსელს ახალ მიმართულებას ამატებს – ექსპატ სერვისცენტრებს. თბილისში 2 გაიხსნა, მე-3 ბათუმში ამოქედდება (კრედო ბანკი, სულ, 81 ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 14-ით, თბილისში.

Unistream-სა და  Zolotaia Corona-ს გადმორიცხვებზე, საქართველოს მთლიანი გზავნილების 55.5% მოდის (სექტემბრის მონაცემებით, სებ-ის,ბოლო უახლესი სტატისტიკით). შარშან ანალოგიურ პერიოდში   Unistream/Corona-ს წილი 26.7% იყო.

                                   09/2022                                           09/2021

Contact                  16 834,1 16 503,3
Zolotaia Corona    44 125,6 120 133,7
Unistream              11 969,5 94 695,9

 წყარო: სებ-ი (მლნ $)

business-partner.ge