ირანი მზადაა დაეხმაროს რუსეთს ნავთობის სანქციებზე გვერდის ავლაში – შეიქმნა სადაზღვევოების სპეციალური კონსორციუმი

0
116

ირანულმა სადაზღვევო კომპანიებმა, რუსულ მხარესთან ერთად, შექმნეს კომპანიების სპეციალური კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ირანის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია Bimeh Markazi. ისინი დაეხმარებიან ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართული რუსული გემების დაზღვევაში. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ირანელი სადაზღვევო კომპანიები მზად არიან გაუწიონ მომსახურება რუსულ და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში. ამრიგად, ირანი მზადაა დაეხმაროს რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში, რაც გულისხმობს ფინანსური, სადაზღვევო და გადაზღვევის სერვისების მიწოდების აკრძალვას.

რუსული გემების დაზღვევაში 12-ზე მეტი ირანული კომპანია იქნება ჩართული, რომლებიც ირანის ბაზრის დაახლოებით 48%-ს, ხოლო მთლიანი აქტივები დაახლოებით 27,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ექსპერტების აზრით, რუსეთის ბაზრისთვის გადაზღვევის შესაძლებლობების მოცულობა მხოლოდ დაახლოებით 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ანუ ირანიდან კომპანიების მოცულობა საკმარისი არ არის.

თუმცა, ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენელი რუსული ბაზრით ირანელი მზღვეველების დიდ ინტერესზე საუბრობს.

„მასშტაბიანი სანქციების ქვეშ ყოფნის 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანელმა მზღვეველებმა ისწავლეს ეფექტური მუშაობა საკუთარი რისკებით და დააგროვეს დიდი გამოცდილება, ცოდნა და, რაც მთავარია, კაპიტალი ამ სფეროში, რომელიც ახლა მზად არიან გაუზიარონ რუს პარტნიორებთან“, – განაცხადა მან.

ეკა უკლება