ანდრია გვიდიანი ნიკა მელიას: “ნაცმოძრაობის” დროს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვიყავით – მაჩანჩალები! “ქართული ოცნების” პერიოდში ვართ – ლიდერები!

0
157

ერთ-ორი სიტყვით გამოვეხმაურები ამ სუბიექტის “ეკონონომიკის” ანალიზს. შედარებები დაიწყო და ამით აშკარად ისეთ სივრცეში შევიდა, რაც მისი ძლიერი მხარე არ არის. უბრალოდ არ იცის რაზე უნდა ილაპარაკოს და რაზე – არა!- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკის საშუალო ზრდის სტატისტიკას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, 2004-2012 წლებში ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამეზობლოში, მაგრამ არა – საქართველოში და იშველიებს 2004- 2012 და 2012 – 2022 წლების სტატისტიკას.

მისივე თქმით, არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, თუნდაც ერთი ინდიკატორი, სადაც საქართველოს არ აქვს გაუმჯობესებული პოზიცია და არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც 2012 წლამდე უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე დღეს.

„ერთ-ორი სიტყვით გამოვეხმაურები ამ სუბიექტის “ეკონონომიკის” ანალიზს. შედარებები დაიწყო და ამით აშკარად ისეთ სივრცეში შევიდა, რაც მისი ძლიერი მხარე არ არის. უბრალოდ არ იცის რაზე უნდა ილაპარაკოს და რაზე – არა!

2004-2012 წლებში ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამეზობლოში. მაგრამ, არა – საქართველოში. ეკონომიკური ზრდის კუთხით, ჩვენ ვიყავით ყველაზე ჩამორჩენილები ჩვენი მსგავსი ქვეყნების რიგში. ეს, რა თქმა უნდა, იმ უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო, რასაც ნაცმოძრაობა ატარებდა.

მაგალითისთვის, 2004- 2012 წლებში

აზერბაიჯანის ეკონომიკა 13,7%-ით გაიზარდა;

სომხეთის ეკონომიკა 6,4%-ით;

დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფის (სადაც საქართველოა) ეკონომიკები 6,7%-ით;

საქართველოს ეკონომიკა 6,2%-ით

ანუ, ეკონომიკურ ზრდის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის დროს ვიყავით – მ ა ჩ ა ნ ჩ ა ლ ე ბ ი!

2012 – 2022 წლებში

აზერბაიჯანის ეკონომიკა გაიზარდა 1,3%-ით

სომხეთის 3,2%-ით

დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების 4,1%-ით

საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით.

ანუ, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ქართული ოცნების პერიოდში ვართ – ლ ი დ ე რ ე ბ ი!

ამ ყველაფერს, ცხადია, თავის ახსნა აქვს.

2004-2012 წლების საშუალო ინფლაცია 6,8% იყო;

2012 – 2021 წლებში 5,2%;

2012 წელს ბიუჯეტი 8,6 მილიარდი ლარი იყო;

2022 წელს 19,6 მილიარდი ლარი;

2012 წელს ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 42 მილიარდი ლარი იყო;

2021 წელს 150 მილიარდი ლარი;

2012 წელს ბიზნესი 23,1 მილიარდი ლარის პროდუქციას ქმნიდა;

2021 წელს 57,6 მილიარდი ლარის;

2012-ში მოქმედ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა 121 ათასი იყო;

2021-ში 177 ათასი;

2012-ში უმუშევრობა 26,7% იყო;

2021-ში 20.6%;

2004-2012 წლებში 9,1 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები შემოვიდა;

2013-2021 წლებში 12,7 მილიარდი დოლარი;

2012-ში აბსოლუტური სიღარიბე 30% იყო;

2021 წელს 17,5%;

2012-ში ექსპორტი 2,3 მილიარდი გვქონდა;

2021-ში 4,2 მილიარდი;

P.S. – Facebook პოსტში ყველა ინდიკატორის ჩატევა რთულია. მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, თუნდაც ერთი ინდიკატორი, სადაც საქართველოს არ აქვს გაუმჯობესებული პოზიცია. არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც 2012 წლამდე უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე დღეს.

P.P.S. – ჩემ სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ და  მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ამ საკითხის ფართოდ გასაშლელად”- წერს გვიდიანი Facebook-ზე.