სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

0
164

დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

„მოთხოვნამ 30 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.950 პროცენტით, მაქსიმალური 10.040 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.973 პროცენტით განისაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.