იაპონელი ინვესტორები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებული

0
232

“იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესებული არიან”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იაპონელები ენერგეტიკის სფეროშიც არიან ინვესტირებით დაინტერესებული და ამის მაგალითად კომპანია TEPCO დაასახელა.

“მათ ვთავაზობთ ლოჯისტიკური სფეროს მიმართულებით ინვესტიციებს, მათ შორის ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებული.

ასევე, არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითიც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა გენადი არველაძემ.