Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა

0
187

Bloomberg-მა ყოველწლიურ რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა.

უოლტონის ოჯახი, რომელიც ფლობს მსოფლიოში უდიდეს საბითუმო და საცალო ქსელს Walmart-ს, ზედიზედ მეოთხე წელია მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახების რეიტინგში ლიდერობს. სააგენტომ ოჯახის ქონება 224,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც წლის განმავლობაში 13,7 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მსოფლიოს მასშტაბით მაღაზიების რაოდენობა ახლა 10,5 ათასს აჭარბებს, კომპანიის შემოსავალი 573 მილიარდ დოლარს შეადგენს. უოლტონის ოჯახი ქსელის აქციების 47%-ს ფლობს.

უმდიდრესი ოჯახების ტოპ 10-ში ასევე შედიოდა:

მარსის ოჯახი, საკონდიტრო ნაწარმისა და ხანგრძლივი შენახვის პროდუქციის მწარმოებელი მარსის მფლობელები – 160 მილიარდი დოლარი (+18 მილიარდი დოლარი წელიწადში);

კოხების ოჯახი, ამერიკული პეტროქიმიური კორპორაციის Koch Industrues-ის მფლობელები – $124,4 მილიარდი (+$4,4 მილიარდი);

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი – $105 მილიარდი (+$5 მილიარდი);

ერმეს ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის მფლობელები – $94,6 მილიარდი (-$17 მილიარდი);

ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობის წარმოებისა და გადამამუშავებელი ჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელები – $84,6 მილიარდი (-$9,1 მილიარდი);

Wertheimer ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის მფლობელები – $79 მილიარდი (+$17,2 მილიარდი);

Cargill ოჯახი, Cargill სასოფლო-სამეურნეო კომპანიის მფლობელები, $65,2 მილიარდი;

ტომპსონის ოჯახი, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის საკონტროლო წილის მფლობელები – 61,2 მილიარდი დოლარი;

ჰოფმანის ოჯახი, შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche Holding-ის უმცირესობის მფლობელები – $45,1 მილიარდი.

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი 25 ოჯახის ერთობლივი სიმდიდრე 1,5 ტრილიონი დოლარია, რაც 143 მილიარდი დოლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სუპერ მდიდარი ოჯახის, როგორიცაა როკფელერების ქონება, მხედველობაში არ მიიღება, რადგან მათი აქტივები „ძალიან რთული მისკვლევია“.

სანდრო პირველი