2022 იანვარ-სექტემბერში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 8.8%-ით გაიზარდა

0
156

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტი).

ნებართვების 77% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8% მოდის თბილისზე, 11.3% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9% – იმერეთის რეგიონზე.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაშია მიღებული 1 935.3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5%-ით მეტი) 1 843 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9%-ით მეტი). დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 38% მოდის თბილისზე, 11.6% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4% – კახეთის რეგიონზე, 9.2% – იმერეთის რეგიონზე.