ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოვიდა

0
172

უკრაინის მიერ ექსპორტირებული მარცვლეული კულტურების ფასები 31 ოქტომბერს, დილის ვაჭრობისას თითქმის 8%-ით გაიზარდა. ეს მოხდა რუსეთის “მარცვლეულის გარიგებიდან” გამოსვლის ფონზე, წერს Bloomberg.

ჩიკაგოში ვაჭრობის გახსნაზე ხორბლის ფასი 7,7%-ით გაიზარდა, სიმინდი – 2,8%-ით. ამის შემდეგ ფასები ოდნავ დაეცა. შუადღისთვის ხორბლის ფასი 5,8%-ით გაიზარდა და 8,78 დოლარამდე სიმინდი კი 2,6%-ით გაიზარდა და 6,99 დოლარამდე.

შემდგომი ზრდა ჯერჯერობით არ ყოფილა. გაერო, თურქეთი და უკრაინა განაგრძობდნენ ექსპორტს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის („მარცვლეულის გარიგება“) ფარგლებში.

„უკრაინული მარცვლეული არ იქნება საკმარისი მსოფლიო ბაზარზე, მიწოდება უკვე შეზღუდულია. ბაზარს მოუწევს მარაგის მოძიება სხვაგან და წასასვლელი ცოტაა“, – თქვა ავსტრალიის თანამეგობრობის ბანკის ანალიტიკოსმა, ტობინ გორიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტებიდან მათი ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

ეკა უკლება