რუსეთი ენერგეტიკული ობიექტების დაცვას აძლიერებს

0
172

რუსეთის ხელისუფლება გააძლიერებს დაცვას თვითმფრინავებისგან მათი ენერგეტიკული ობიექტებისთვის. მთავრობამ დაავალა ენერგეტიკის სამინისტროს, 1 ნოემბრამდე შეიმუშაოს დოკუმენტი ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენების შეზღუდვის შესახებ, წერს რუსული მედია.

„ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საჰაერო სივრცეში არაუფლებამოსილი პირების მოქმედების შეზღუდვას მნიშვნელოვან საწვავ-ენერგეტიკულ ობიექტებზე.

ფრენების შეზღუდვის ზონების შექმნის პროცესების გააქტიურება ახლა, როგორც ჩანს, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“, – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

“ენერგეტიკულ ობიექტებზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინასთან ომის დროს, რადგან რუსეთის ნავთობის საცავებსა და გადამამუშავებელ ქარხნებს სასაზღვრო რაიონებში შეიძლება საჰაერო თავდასხმა მოხდეს”, – განაცხადა სანდო პარტნიორის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი გუსევმა.

გიორგი არაბული