ინდონეზიას ნიკელისა და სხვა ლითონების ბაზრისთვის, OPEC-ის ანალოგის შექმნა სურს

0
182

ინდონეზია იკვლევს OPEC-ის მსგავსი სტრუქტურის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც აერთიანებს ნიკელის და სხვა ლითონების მწარმოებლებს, რომლებიც გამოიყენება ბატარეების დასამზადებლად, წერს Financial Times.

ქვეყანა ეძებს ნავთობის კარტელის მექანიზმებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგეტიკული გადასვლისთვის კრიტიკული ლითონების ბაზარზე, განაცხადა ინდონეზიის ინვესტიციების მინისტრმა ბაჰლილ ლაჰადალიამ გაზეთთან ინტერვიუში.

“მე ვხედავ სარგებელს, რომ ოპეკი მართავს ნავთობის ვაჭრობას და უზრუნველყოფს ინვესტორებისა და მომხმარებლების უფრო პროგნოზირებადობას.

ინდონეზია განიხილავს მსგავსი მმართველობითი სტრუქტურის დანერგვას ჩვენს წიაღისეულ ბაზარზე, მათ შორის ნიკელის, კობალტისა და მანგანუმის ჩათვლით,” – თქვა ლაჰადალიამ.

CRU საკონსულტაციო ფირმის თანახმად, ინდონეზია მსოფლიოში ნიკელის უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც მსოფლიო მარაგის 38%-ს შეადგენს.

კითხვაზე, განიხილა თუ არა ინდონეზიამ ეს იდეა ნიკელის სხვა მსხვილ მწარმოებლებთან, ლაჰადალიამ თქვა, რომ მისი სამინისტრო ამჟამად აყალიბებს ჩარჩოს, რომელიც შეიძლება შესთავაზოს სხვებს.

ნიკელის სხვა მსხვილ მწარმოებლებს შორისაა რუსეთი, კანადა და ავსტრალია.

ინდონეზიამ აკრძალა ნიკელის მადნის ექსპორტი 2020 წელს, რათა ხელი შეუწყოს შიდა გადამამუშავებელი ქარხნების განვითარებას და ახლა გეგმავს გადასახადის დაწესებას ნიკელის მეტალურგიის შუალედური პროდუქტების ექსპორტზე, რათა ხელი შეუწყოს ელექტრო მანქანების კომპონენტების სრული მიწოდების ჯაჭვის განვითარებას.

წელს ქვეყანაში ორი მოდელის ელექტრომობილების – სამხრეთ კორეული Hyundai Motor-ისა და ჩინური Wuling Motors-ის წარმოება დაიწყება.

გიორგი არაბული