იენის მხარდასაჭერად, ერთ თვეში იაპონიამ 43,06 მილიარდი დოლარი დახარჯა სავალუტო ინტერვენციებზე

0
166

ეროვნული ვალუტის მხარდასაჭერად, 29 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, იაპონიის ხელისუფლებამ 6,35 ტრილიონი იენი (43,06 მილიარდი დოლარი) დახარჯა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებზე.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.

ცნობისთვის, წელს იენი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 30%-ით გაუფასურდა, ძირითადად იაპონიის და შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის განსხვავებულობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბანკი ინარჩუნებს ულტრა რბილ მონეტარულ პირობებს, Fed-მა გააგრძელა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მრავალწლიანი რეკორდულად მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ ფონზე, 22 სექტემბერს, იაპონიის ხელისუფლებამ 24 წლის განმავლობაში პირველად გადაწყვიტა სავალუტო ბაზარზე ჩარევა, რამაც მხარი დაუჭირა იენს.

თუმცა, მოგვიანებით, 21 ოქტომბერს, ეროვნული ვალუტა მინიმუმამდე დაეცა 32 წლის განმავლობაში და მიაღწია 151,90 იენს $1-ზე.

შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, შუნიჩი სუზუკიმ გამოთქვა შეშფოთება იენის მკვეთრი შესუსტების გამო და გამოთქვა მზადყოფნა ჩაერიოს ეროვნული ვალუტის მხარდასაჭერად.

ამავდროულად, სუზუკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებს იმაზე, მოხდება თუ არა ჩარევა.

სანდრო პირველი