9 თვეში საქართველოდან 16,9 მლნ დოლარის მოცულობის ცხვარი გავიდა ექსპორტზე – მთავარი მყიდველი აზერბაიჯანია

0
311

მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოდან 16,9 მილიონი დოლარის მოცულობის ცხვარი გავიდა, ხოლო დაახლოებით 8 მილიონი (ნახევარი) აზერბაიჯანში გაიყიდა.

მონაცემები მოცემულია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბექა გონაშვილის თქმით, ადგილობრივმა ფერმერებმა ცხოველებზე ფასი შეამცირეს, რამაც ბოლო კვირებში ექსპორტის შესამჩნევი ზრდა გამოიწვია.

„შარშან, ამავე დროს, ჩვენი ფერმერები ცხვარს ერთ სულზე 320-330 ლარად (დაახლოებით 200-202) ყიდდნენდღეს კი ეს ფასი 240-270 ლარამდე (147-165 მანეთამდე) შემცირდა“, – განაცხადა გონაშვილმა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე აზერბაიჯანი, რომელიც ცხვრებს არა მარტო საქართველოში, არამედ მეზობელ დაღესტანშიც ყიდულობს, ცხვრის ხორცზე მოთხოვნას მხოლოდ შიდა წარმოების ხარჯზე ვერ აკმაყოფილებს, რაც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანი ფართოდ არის ცნობილი თავისი განვითარებული მეცხვარეობით, აქ უძველესი დროიდან მოჰყავდათ ცხვრის ტრადიციული ჯიშები, რომელთა ხორცს აქვს შესანიშნავი ხარისხი და გემო.

მიუხედავად ამისა, სტატისტიკა იძლევა მაჩვენებლებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანში ცხვრის ფერმების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. დღეს მეცხვარეობა, ოდესღაც მომგებიანი მეცხოველეობის ინდუსტრია, აღარ არის ისეთი მომგებიანი.

ადრე აზერბაიჯანდ უკრაინიდან შეჰქონდა ცოცხალი ცხოველები. დღეს, ომის გამო, იქიდან იმპორტი თითქმის შეჩერებულია, მაგრამ მეზობელი საქართველოდან ცხვრის იმპორტი გაიზარდა.

გიორგი არაბული