პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ინოვაციების ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

0
183

პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი / Kutaisi International University-ში გამართულ #KIUInnovate-ის პირველ, ინოვაციების ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, ალექს მატუამ ისაუბრა ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირების აუცილებლობაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდას.

მან ასევე აქცენტები გააკეთა საბანკო სექტორის სტრატეგიაზე და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, საფინანსო ორგანიზაციებს, ინვესტორებს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა.

#KIUInnovate-ის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა და საქართველოს, გერმანიისა და ამერიკის საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა.

ფორუმი TUM International-თან პარტნიორობით და US Embassy Tbilisi, Georgia-სა და American Councils for International Education Georgia-ს მხარდაჭერით გაიმართა.