1951 წლის შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, გერმანიაში ინფლაცია რეკორდულად გაიზარდა

0
175

2022 წლის ოქტომბერში, ევროკავშირითან ჰარმონიზებული მეთოლოდოგიის მიხედვით, გერმანიაში, ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) წინასწარი მონაცემებით, წლიური ინფლაცია რეკორდულად, 11,6%-მდე გაიზარდა.

ინფლაცია სექტემბერში 10,9%-დან დაჩქარდა და კვლავ განაახლა ისტორიული მაქსიმუმი.

Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ინფლაცია საშუალოდ 10.9%-ზე დარჩებოდა.

სამომხმარებლო ფასების ზრდა სექტემბერთან შედარებით 1,1%-მდე შემცირდა სექტემბრის 2,2%-დან. ექსპერტები საშუალოდ 0,5%-ით ზრდას პროგნოზირებდნენ.

გერმანული სტანდარტებით გამოთვლილი ინფლაცია ოქტომბერში დაჩქარდა 10,4%-მდე წლიური თვალსაზრისით – ყველაზე მაღალი 1951 წლის დეკემბრის შემდეგ, წინა თვის 10%-თან შედარებით. ყოველთვიურად ის შენელდა 0,9%-მდე 1,9%-დან.

გერმანიაში ინფლაციას სუსტი ევრო, ენერგეტიკული კრიზისი და მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემები განაპირობებს.

ოქტომბერში ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასი 43%-ით გაიზარდა, სურსათზე 20,3%-ით, ხოლო მომსახურების ღირებულება 4%-ით გაიზარდა.

გერმანიაში ოქტომბრის ინფლაციის საბოლოო მონაცემები 11 ნოემბერს გამოქვეყნდება.

გიორგი არაბული