სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) შორის მემორანდუმი გაფორმდა

0
123

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და ERRA-ს  ვიცე თავმჯდომარე, პალ შაგვარმა.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ენერგეტიკის რეგულირების შესახებ შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქმიანობების ფართო ხასიათის ილუსტრირება და დემონსტრირება, რომლებშიც  მხარეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და საკითხების იდენტიფიცირება ინფორმაციისა და რეგულირების პრაქტიკის გაცვლის კუთხით.

მხარეები ერთობლივად წინასწარ განსაზღვრავენ კონკრეტულ საქმიანობებსა და საკითხებს.