საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 131.5 მლნ ლარი შეადგინა

0
107

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 131.5 მლნ. ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 73.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო 26.7 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

„საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 65.3 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 78.7 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 21.3 პროცენტი – ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 20.1 პროცენტი წერილობით კორესპონდენციებზე მოდის, რომლის 63.0 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 37.0 პროცენტი – ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2021 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 475.5 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 4 935.3 ათასი ამანათი.

2021 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4.0 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის 1 197 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია“, – ნათქვამია “საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.