რუსული Mir ბარათების მომსახურება ყირგიზეთის კიდევ ერთმა ბანკმა შეაჩერა

0
210

ყირგიზეთის საინვესტიციო და საკრედიტო ბანკმა შეაჩერა Mir ბარათების მომსახურება, ნათქვამია ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„გაცნობებთ, რომ 2022 წლის 27 ოქტომბრიდან ბანკი დროებით შეაჩერებს „მირის“ საგადახდო სისტემის ბარათებზე მომსახურებას“, – განაცხადეს ბანკში ამ გადაწყვეტილების მიზეზების დაზუსტების გარეშე.

ყირგიზეთის საბანკო სისტემა Mir ბარათებით 2019 წლიდან მუშაობს. ქვეყანაში სულ 23 კომერციული ბანკია. ამჟამად Tolubay, Kyrgyzkommertsbank, Kapital Bank, Bai-Tushum, Optimabank, Keremet Bank, RKS Bank აგრძელებენ ბარათების მიღებას.

რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა ადრე განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს უნაღდო ფულის მიმოქცევის განვითარებას, მაგრამ ბანკები დამოუკიდებლად წყვეტენ ითანამშრომლონ თუ არა კონკრეტულ გადახდის სისტემასთან.

OFAC-მა (საგარეო აქტივების კონტროლის სამსახური) გააფრთხილა 15 სექტემბერს, რომ არაამერიკული ბანკები, რომლებიც აფორმებენ შეთანხმებებს რუსეთის ეროვნულ საგადახდო ბარათების სისტემასთან (NSPK, Mir ბარათების ოპერატორი) რისკის ქვეშ არიან ჩაერთნონ აშშ-ს სანქციების გვერდის ავლაში, მირი სისტემის გამოყენების ტერიტორიის გაფართოვებით.

სექტემბრის დასაწყისში მირის ბარათები მიიღეს 10 ქვეყანაში: თურქეთში, ვიეტნამში, სამხრეთ კორეაში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სამხრეთ ოსეთში.

ბარათები მოქმედებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

NSPK რუსეთის ხელისუფლებამ 2014 წელს შექმნა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქციების დაწესების შემდეგ. NSPK-მ გამოაცხადა პირველი Mir ბარათების გაცემის შესახებდაწყება 2015 წლის დეკემბერში.

ყირგიზეთის საინვესტიციო და საკრედიტო ბანკი დაარსდა 2001 წელს. ბანკის აქციონერები არიან ყირგიზეთი (10%) და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (90%), მათ შორის DEG, EBRD და IFC.

გიორგი არაბული