პუტინი: თუ სომხეთი მომხრეა, რომ ყარაბაღი იყოს აზერბაიჯანის შემადგენლობაში, კარგით

0
294

“რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებს დიალოგს ერევანთან, სთავაზობს აზერბაიჯანისთვის ხუთი რეგიონის გადაცემას, ყარაბაღთან დასაკავშირებლად ორი რეგიონის დატოვებას”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვალდაის კლუბის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან დარეგულირებას, ასევე დელიმიტაციას, საზღვრის საკითხის სრულ მოგვარებას. ჩვენ ამისთვის ვართ. საკითხი, რომელი ვარიანტი აირჩეს, არის სომხეთის, სომეხი ხალხის და ხელმძღვანელობის საქმე.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი არჩევანიც არ უნდა იყოს, თუ ეს მშვიდობამდე მიგვიყვანს, ჩვენ ყველანი მომხრენი ვართ. მაგრამ არაფრის დაწესებას არ ვაპირებთ. სომხეთს ვერაფერს ვუკარნახებთ და არც ვაპირებთ.

თუ სომეხი ხალხი და სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების რაიმე კონკრეტული ვერსიის არჩევა, მაგალითად, ე.წ. ვაშინგტონი, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ყარაბაღზე, თუ ასე ფიქრობს სომხეთი, მაშინ კარგი“, – განაცხადა პუტინმა.

ეკა უკლება