გიორგი კაკაურიძე – საშემოსავლო გადასახადის შემცირება არ განიხილება

0
222

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა გადასახადების, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის შემცირებას არ განიხილავს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ გიორგი კაკაურიძემ ბიზნესის ნაწილის ინიციატივის საპასუხოდ განუცხადა, მიუხედავად ბოლო პერიოდში გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრებისა, ამ ეტაპზე ბიუჯეტში გადასახადების შესამცირებლად შესაბამისი ფინანსური რესურსი არაა.

„ეს ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ საკუთარი რესურსი უნდა შეამციროს და ეს თანხები კერძო სექტორში ხელფასების ზრდაზე მიმართოს. ეს სწორი პოლიტიკა არ იქნება. სწორი პოლიტიკა იქნება, თუკი ფისკალური რესურსი გვაქვს, ზოგადად გადასახადების შემცირებაზე ვიფიქროთ. თუმცა ამ პირობებში ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც სახელმწიფო ვალი, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლები შემცირებულია, ჩვენ სოციალური მიმართულებით დიდი ჩამორჩენა გვაქვს და დღეს გადასახადების შემცირებაზე საუბარი არასწორია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.