„გალფი“ მოგებას 914%-ით ზრდის

0
323

2021 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, გალფს აქტივები 14.2%-ით 263.4 მლნ ლარამდე ეზრდება.

პანდემიურ წელთან (2020) შედარებით, ნავთობიმპორტიორ კომპანიას 2021 წელს 51.1%-ით – 627.7 მლნ ლარამდე ეზრდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (რ.ს.თ).

კომპანიის კაპიტალი 2021 წლის მდგომარეობით 71.7 მლნ ლარია(-0.12% Y.Y).

კომპანიის წლის მოგება 914%-ით 19.1 მლნ ლარამდეა გაზრდილი, ხოლო საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 9%-ით – 19.4 მლნ ლარამდე.

გალფი დარეგისტრირებულია როგორც ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია’’. კომპანია 2022 წლის სექტემბრის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორში მოხვდა შემდეგ კომპანიებთან ერთად:Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; რომპეტროლ საქართველო; ტოიოტა კავკასია.

სან პეტროლიუმ ჯორჯია ბაზარზე 2011 წლიდან არის წარმოდგენილი. მას ჰყავს შვილობილი კომპანია ,,G-Economy’’.  კომპანია ჯამში 147 ბენზინგასამართი სადგურით არის წარმოდგენილი. კომპანია 2021 წლის მდგომარეობით ასაქმებდა 1627 თანამშრომელს.

კომპანიის 100% წილის მფლობელია  Energy Investment Venture Holdings (აშშ).

გალფის ფ/ა 2021 2020 %
აქტივები 263.4 229.4 14.2
კაპიტალი 71.7 71.8 (0.1)
რ.ს.თ (627.7) (415.3) 51.1
წლის მოგება 19.1 1.9 914
გაყიდ/დისტრიბუცია (44.1) (36.7) 20.2
ადმინ. ხარჯები (19.4) (17.8)  9

თანხა (მლნ ₾)

წყარო: GBC.GE