Zara რუსეთში თავისი ბიზნესის გაყიდვას დათანხმდა

0
108

ტანსაცმლის ქსელმა Inditex-მა, რომელიც ფლობს Zara-ს და Bershka-ს ბრენდებს, მიაღწია შეთანხმებას რუსეთში არსებული ბიზნესის Daher Group-ზე მიყიდვის შესახებ. 

ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში, რომელიც სამშაბათს გავრცელდა.

„ამ ტრანზაქციის პირობები, რომელიც ექვემდებარება წინასწარ ადმინისტრაციულ გაფორმებას, საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს Inditex Group-ის მიერ რუსეთში დაკავებული სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის იმ შენობების უმეტესი ნაწილის გადაცემა, რომლებიც აქამდე იყო დაკავებული მის მაღაზიებში“ – ნათქვამია პრესრელიზში.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგება გულისხმობს Inditex-ის ოპერაციების შეწყვეტას რუსეთის ფედერაციაში 5 მარტს კომერციული საქმიანობის შეჩერების შემდეგ.

Inditex-ის ქსელს აქვს 7 ათასზე მეტი მაღაზია 100-მდე ქვეყანაში. Inditex-ის ყველაზე ცნობილ ბრენდებს შორისაა Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius და Oysho.

გიორგი არაბული