„ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის“

0
137

ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტისას განაცხადა.

მიშელის თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მიწოდების დივერსიფიკაცია.

შარლ მიშელის განცხადებით, ყაზახეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო არენასა და რეგიონში.

„მინდა მოგილოცოთ, პირველი ევროკავშირი-ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრის მასპინძლობა. ცენტალური აზიის ქვეყნების მტკიცე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და რეგიონის განვითარებისთვის. დღევანდელი შეხვედრა უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური დიალოგი ორ რეგიონს შორის. ჩვენ გვსურს, განვავითაროთ ეს თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებზე დაყრდნობით.

დღეს ევროკავშირი ყაზახეთის პირველი სავაჭრო პარტნიორი და პირველი უცხოური ინვესტორია. ყაზახეთი ევროკავშირის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია ცენტრალურ აზიაში.

თქვენ ასევე ხართ რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და მუშაობთ კავშირების დივერსიფიცირებაზე. სიმართლე გითხრათ, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის.

ენერგეტიკული კრიზისს უზარმაზარი გავლენა აქვს და ჩვენ ვიტანჯებით ევროპაში ამ ენერგეტიკული კრიზისის გამო”, – განაცხადა მიშელმა.