სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

0
105

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ ქ. თბილისში მიმდინარე განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მაია მელიქიძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიების შესახებ პროექტები.

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია 26 ოქტომბერს გაიხსნა. კონფერენციას სემეკი მასპინძლობს, ხოლო ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო, (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).