კობა გვენეტაძე: შეიძლება დავუშვათ, რომ ეკონომიკის გადახურების ნიშნები გვაქვს

0
197

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში გადახურების ნიშნები შეიმჩნევა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტემპი აღემატება ზრდის იმ პოტენციურ დონეს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აქვს.

“რაც შეეხება ეკონომიკის გადახურების საკითხს, აქ ამოსავალი წერტილი არის ეკონომიკის პოტენციური ზრდის შეფასება, რომლის მეთოდოლოგია არსებობს და რომლის მიხედვითაც ხდება პოტენციური ზრდის გეპის გაანგარიშება.

ზოგჯერ შესაძლებელია, რომ ფაქტიური ზრდა უფრო დაბალი იყოს პოტენციურზე და პირიქით. ის შეფასებები, რაც არსებობს, გვაჩვენებს, რომ მიმდინარე ზრდა პოტენციურ ზრდაზე უფრო მაღალია. ეს არის ზუსტად საფუძველი იმის, რომ ჩვენ შეიძლება დავუშვათ, რომ გვქონდეს გადახურების ნიშნები.

ამას განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს ინფლაციისთვის, რადგანაც როდესაც უფრო მაღალია ზრდა, ვიდრე პოტენციური ზრდა, ეს ახდენს გავლენას იმაზე, რომ ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.