„ესტონური გაზი“ (Eesti Gaas) კერძო მომხმარებლებისთვის გაზის ფასს 35%-ით ამცირებს

0
159

ესტონური გაზის (Eesti Gaas) საბჭოს თავმჯდომარემ, მარგუს კაასიკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 2022 წლის დეკემბრიდან Eesti Gaas 35%-ით შეამცირებს მოქნილი პაკეტის ფასს კერძო მომხმარებლებისთვის.

ესტონეთის სახელმწიფო ტელე და რადიო მაუწყებლობის ახალი ამბების პორტალი ERR-ის ცნობით, გადაწყვეტილება აიხსნება მსოფლიო ბაზარზე ფასების შესამჩნევი კლებით, რასაც ხელი შეუწყო თბილმა ამინდმა, ევროკავშირში გაზის საცავების შევსებამ და გაზის მოხმარების შემცირებამ.

„ახლა ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს ევროპაში გაზის ასეთი ჭარბი რაოდენობა. ალბათ, სიცივის და მოთხოვნის მატებასთან ერთად სხვა მომენტიც დადგება“, – ამბობს კაასიკი.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბალტიის ზღვის რეგიონში LNG პორტების სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს გაზის მაღალი ფასის შემცირებას და მის მისაღებ დონეზე შენარჩუნებას.

„მსოფლიოში არის საკმარისი გაზი და გონივრულ ფასად, დღეს საკითხავია ევროპამ და, კერძოდ, ჩვენმა რეგიონმა მიიღოს ეს გაზი, ისევე როგორც გრძელვადიანი კონტრაქტების მომწოდებლებთან“, – დასძინა კაასიკმა.

მისი აზრით, ევროპაში გაზის ფასის პიკი გადალახულია.

გიორგი არაბული