ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 40%-დან 7%-მდე შეამცირა

0
139

ევროკავშირმა  რუსული გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულება მთელი იმპორტის 40%-დან 7%-მდე შეამცირა.

ამის შესახებ 26 ოქტომბერს ევროკავშირის დიპლომატმა, ჯოზეპ ბორელმა, გაეროს ეკონომიკური კომისიის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირმა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 40%-დან 7%-მდე შეამცირა. ეს გვაიძულებს მოვძებნოთ სხვა მომწოდებლები, დავდოთ ფსონი არანახშირბადოვან ენერგიაზე და ჩვენ ვხედავთ ამ შესაძლებლობებს ლათინურ ამერიკაში“, – თქვა ხოსეპ ბორელმა.

ეკა უკლება