გერმანია რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის მოხმარების ლეგალიზებას აპირებს

0
151

გერმანიამ ოთხშაბათს კანაფის ლეგალიზაციის გეგმების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა reuters წერს.

ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობამ აპირებს, გერმანია გახდის ევროპის ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, რომელიც ამას გააკეთებს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა წარმოადგინა დოკუმენტი დაგეგმილი კანონმდებლობის შესახებ, რომელიც არეგულირებს კანაფის კონტროლირებად განაწილებას და მოხმარებას მოზრდილებში რეკრეაციული მიზნებისთვის.

20-დან 30 გრამამდე რეკრეაციული კანაფის პირადი მოხმარებისთვის შეძენა და ფლობა ასევე ლეგალური გახდება.

კოალიციურმა მთავრობამ გასულ წელს დადო შეთანხმება, რომ შემოიღო კანონმდებლობა მისი ოთხწლიანი ვადის განმავლობაში, რომელიც საშუალებას მისცემს კანაფის კონტროლირებად გავრცელებას ლიცენზირებულ მაღაზიებში.

ლაუტერბახმა გეგმის ვადები არ დაასახელა.

რეგიონის ბევრმა ქვეყანამ უკვე მოახდინა კანაფის ლეგალიზება შეზღუდული სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის გერმანიამ 2017 წლიდან. სხვებმა მოახდინეს მისი ზოგადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია, თუმცა არა ლეგალიზება.

სანდრო პირველი