რუსეთში კიდევ ერთი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობა დაიწვა

0
117

რუსეთის ქალაქ კიზილში, 26 ოქტომბერს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობას, იტყობინება ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სააგენტო.

„პირველი განყოფილების მისვლისას შენობის ფანჯრის ღიობი იწვოდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან ჩართული იყო 12 ადამიანი და სამი ტექნიკა“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობას ორი პოლიციელი იცავდა. ხანძარი დაახლოებით ღამის 2 საათზე გაჩნდა, რომლის შესახებაც 60 წლის დარაჯმა შეატყობინა განყოფილებას. ჯერ ფანჯარას გაუჩნდა ცეცხლი, შემდეგ კი შიდა ნაწილში გავრცელდა.

ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ნივთები, რომლებიც მიანიშნებდა მიზანმიმართულ ხანძარს: ბოთლის ფრაგმენტები, სამედიცინო ნიღაბი და საწვავში დასველებული ნაჭერი.

მობილიზაციის დაწყების შემდეგ ეს სამხედრო კომისარიატის დაწვის მეორე შემთხვევაა რესპუბლიკაში. მანამდე მათ ცეცხლი წაუკიდეს ყიზილის ოლქის კომისარიატს სოფელ კაა-ხემში. მობილიზაციის დაწყებიდან, რუსეთის მასშტაბით უკვე დაფიქსირდა 36 თავდასხმა ადმინისტრაციულ შენობებზე.

ეკა უკლება