რუსებმა თურქეთში ბინების ყიდვის რეკორდი დაამყარეს

0
231

2022 წელს თურქეთში გაყიდული ყოველი მეხუთე ქონება რუსებმა იყიდეს. ამის შესახებ უცხოეთში უძრავი ქონების პოპულარიზაციის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ომერ ფარუკ აკბალმა განაცხადა, წერს Dunya.

თურქეთში ბრენდირებულ სახლებში საცხოვრებლის ყიდვისას უცხოელი მოქალაქეების საშუალო ინვესტიციამ 245 ათასი დოლარი შეადგინა.

ომერ ფარუკ აკბალმა აღნიშნა, რომ რუსებს შეუძლიათ სახლის ყიდვა 400 000 დოლარად ან მეტად.

„პირველ ცხრა თვეში ყოველი მეხუთე სახლი გავყიდეთ რუსებზე. ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც რუსები ყველაზე მეტს ყიდულობენ“, – განაცხადა მან.

ამასთან, აღნიშნულია, რომ თურქულ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდამ ბაზარზე სტაგნაცია გამოიწვია, მაგრამ რუსეთიდან მოთხოვნა ინდუსტრიისთვის ხელსაყრელ ფაქტორად იქცა.

გიორგი არაბული