მოსკოვი და თეირანი რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებას განიხილავენ

0
152

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა, კაიროში, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 24-ე მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა ირანის ნავთობის მინისტრ ჯავად ოუჯისთან, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკის გაერთიანებასაც შეეხო. განიხილეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის სისტემები.

შეხვედრაზე მხარეებმა ნავთობისა და გაზის, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხნენ.

„გრძელდება მუშაობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანების შესაძლებლობის შესწავლაზე. პირველი ეტაპი უნდა იყოს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება“, – განაცხადა შულგინოვმა.

მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები კასპიის დიდი ენერგეტიკული რგოლის შექმნის იდეაზე და განიხილეს თეირანის წინადადება კასპიის ქვეყნების კომიტეტების შექმნის შესახებ ნავთობისა და გაზის, ასევე ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის.

სანდრო პირველი