„თიბისი“ მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს – „განაწილებას” შესთავაზებს

0
133

„თიბისი“ მომხმარებლებს მალე ახალ, ინოვაციურ სერვის განაწილებას შესთავაზებს – პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე ფუნქციონირებს, როგორც BNPL- Buy Now, Pay Later (შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით). ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისის“ განაწილებით მომხმარებლებს ყიდვა ახლა შეეძლებათ, გადახდა – მოგვიანებით. განაწილებით სარგებლობა ძალიან მალე იქნება შესაძლებელი. ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ ნივთი დღეს, მისი ღირებულება 4 ტოლ ნაწილად გაყონ, გადახდის გრაფიკი 4 თვეზე განაწილებით შეადგინონ და ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე გადაიხადონ.

რატომ „თიბისი“ განაწილება და რა იქნება მისი უპირატესობები:

  • ეფექტური 0% (არ მოიცავს არანაირ დამატებით საკომისიოს) – იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს პროდუქტი
  • წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი.
  • ავტომატიზირებული პროცესი.
  • წრაფი და მარტივი პროცესი ციფრული არხებით, ფილიალში მიუსვლელად.

როგორ იქნება შესაძლებელი „თიბისი“ განაწილების გამოყენება:

  • „თიბისი“ განაწილებით სარგებლობა ციფრულ ბანკში QR-ის დასკანერებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ტერმინალზე მოთხოვნის შემთხვევაში გამოჩნდება.
  • QR-ის დასკანერების შემდეგ, ციფრულ ბანკში გამოჩნდება განაწილების ძირითადი პირობები და გადახდის გრაფიკი
  • განაწილების პირობების გაცნობისა და ხელშეკრულების დადასტურების შემდეგ, სასურველი პროდუქტი უკვე შენია.
  • პირველ ეტაპზე პროდუქტით სარგებლობა 18 წელს ზემოთ მყოფ პირებს შეეძლებათ, ვისაც წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი აქვთ.

პროდუქტს ციფრულ ბანკში ლიმიტის მოთხოვნის ფუნქციონალი და უკვე გადახდილი ტრანზაქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობა ძალიან მალე დაემატება.

„თიბისი“ უკვე 30 წელია, მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. ახალი პროდუქტი – განაწილება ამ მიზანთან სრულ თანხვედრაშია და მომხმარებლებზე მაქსიმალურად არის მორგებული. მისი მეშვეობით შესაძლებელია, შეიძინო ნივთი აქ და ახლა და გადაიხადო საფასური განაწილებით. არსებული მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში შეუძლიათ. ჩვენი პარტნიორი მაღაზიების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რათა „თიბისის“ მომხმარებლების ყოველდღიურობა კიდევ უფრო მარტივი გახდეს“, – აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი.

„30 წლის მანძილზე „თიბისი“ მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და დამფინანსებელი გახდა, რომელიც სხვადასხვა პროცესების დაჩქარებასა და გამარტივებას ემსახურება. „თიბისის“ მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მისიის შესაბამისად ახალი პროდუქტი – განაწილება შეიქმნა, რომელიც სასურველი პროდუქტების შეძენასა და საფასურის გადახდას კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს ხდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.