გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Mercedes-Benz-მა რუსეთი დატოვა

0
129

გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა რუსეთი დატოვა. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, Mercedes-Benz საკუთარ აქტივებს ადგილობრივ ინვესტორს, Avtodom-ს მიჰყიდის.

Mercedes-Benz-RUS-ის გენერალური დირექტორის ნატალია კოროლევას თქმით, რუსეთში მომხმარებელთა წინაშე ვალდებულებების შესრულება, ისევე როგორც კომპანიის რუსული განყოფილებების თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება Avtodom-თან გარიგების დადებისას პრიორიტეტი იყო.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეთიკური ან ლოგისტიკური მიზეზების გამო, არაერთმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთი დატოვა.