„გავაძლიერებთ საზღვაო ნავსადგურებს და ფლოტს, შევქმნით საკონტეინერო ჰაბს“ – ტოკაევი ტრანსკასპიურ მარშრუტზე

0
247

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დავალება გასცა ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელოვან რგოლად გახდომის შესახებ, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური.

„ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს ჩვენ ვაქცევთ მთავარ რგოლად, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო და საექსპორტო შესაძლებლობების უფრო სრულ რეალიზებას.

ჩვენ გავაძლიერებთ საზღვაო ნავსადგურებს და ფლოტს, შევქმნით საკონტეინერო ჰაბს კასპიის ზღვაზე“, – განაცხადა ყაზახეთის ხელმძღვანელმა რესპუბლიკურ საზოგადოებრივ შტაბში გამართულ შეხვედრაზე.

კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა დაავალა რუსეთთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სასაზღვრო სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრების ქსელის გაშვება.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი არის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში.

გიორგი არაბული