Bloomberg – ევროპელები მკაცრ ეკონომიაზე გადავიდნენ

0
137

ევროპელთა დაახლოებით 71% იძულებულია მკვეთრად შეცვალოს სამომხმარებლო ჩვევები ევროკავშირის ქვეყნებში რეკორდული ინფლაციის გამო. ამის შესახებ Bloomberg-ი კვლევითი კომპანია IRI-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

კვლევების თანახმად, ევროპელების მსყიდველუნარიანობის დაქვეითებამ აიძულა მოქალაქეები დაუბრუნდნენ ქცევის ძველ ნიმუშებს, რომელიც ევროპელებმა დაივწყეს.

მომხმარებელთა 58% აცხადებს, რომ ხარჯებს ამცირებს ძირითად პროდუქტებზე, მათ შორის საკვებსა და კომუნალურ პროდუქტებზე. გამოკითხულ ევროპელთა 35%-მა აღიარა, რომ ისინი იძულებულნი აღმოჩდნენ ვალები აეღოთ ან გადასახადების გადასახდელად დახარჯონ საკუთარი დანაზოგი.

ბევრმა უარი თქვა კაფეებსა და რესტორნებზე. ევროპელები სულ უფრო და უფრო ეძებენ საქონელს ფასდაკლებით, იყენებენ ფასდაკლებით საცალო ქსელების მომსახურებებს, ყიდულობენ საქონელს საცალო ქსელების ბრენდის სახელით.

„მომხმარებელთა მხრიდან ხარჯვის სურვილი კლებულობს და ეს ტენდენცია ნაკლებად სავარაუდოა რომ მალე შეიცვალოს ფასების მკვეთრი მატების გათვალისწინებით, მათ შორის სასურსათო პროდუქტებისა და ენერგიის ფასების მერყეობის გამო“, – თქვა ანანდა როიმ, IRI-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მკვლევარების აზრით, ენერგეტიკულმა კრიზისმა და ათწლეულების მანძილზე რეკორდულმა ინფლაციამ ევროპაში მომხმარებელთა განწყობა რეკორდულ დაბალ დონემდე მიიყვანა.

გიორგი არაბული