რუსეთს საზღვარი კიდევ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩაუკეტა

0
143

რუსეთს საზღვარი კიდევ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩაკეტა

შენგენის ტურისტული ვიზით რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ძალაში 25 ოქტომბერს შევიდა, იუწყება Moscow Times.

მანამდე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ რუსები ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ქვეყანაში ტურისტული, სპორტული და კულტურული მიზნებისთვის ვერ შევლენ.

ოფიციალური პირის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ ერთხმად მიიღო.

მინისტრის თქმით, ჩეხეთმა ასევე უარი უნდა თქვას ვიზების გაცემაზე იმ რუსებზე, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას მობილიზაციის გამო და ითხოვენ თავშესაფარს.

მინისტრის მოსაზრებას არ დაეთანხმა პრეზიდენტი მილოშ ზემანი. ზემანმა რუსი თავშესაფრის მაძიებლები უკრაინელ ლტოლვილებს შეადარა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნიან.

ჩეხეთი გახდა მეექვსე ქვეყანა, რომელმაც რუსებისთვის საზღვრები ჩაკეტა. მანამდე ეს გააკეთა ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ფინეთმა და პოლონეთმა.

ეკა უკლება